პროექტის სახელწოდება: მჟავე წვიმების წარმოქმნის პროცესის შესწავლა.ამ პრობლემის
გადაჭრის შესაძლებლობების მიგნება და განხორციელება.
პროექტში მონაწილეები: 9 კლასის მოსწავლეები.
პრობლემების ანალიზი: მჟავე წვიმების წარმოქმნის გამო უდიდესი ეკოლოგოური პრობლემები წარმოიქმნება. ამ პრობლემის გადაჭრას პროექტი ხელს შეუწყობს მწვანე ნარგავების გაშენებით.
პროექტის მიზანი - პროექტის მიზანია მჟავე წვიმების მავნე გავლენის შესწავლა რეგიონში სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე და მწვანე ნარგავებზე.
პროექტის ამოცანები:
მჟავე წვიმების წარმოქმნის მიზეზების დადგენა. წვიმის წყლების მჟავიანობის დადგენა.
წვიმის წყლის მჟავიანობის შესახებ მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება.
მოსალოდნელი შედეგები:
დადგინდება რეგიონში წვიმის წყლის მჟავიანობის ხარისხი და
მისი გამომწვევი მიზეზები.
შეიქმნება მწვანე ნარგავების ზოლი მოსწავლეების მიერ.
მოსახლეობა უფრო გააზრებულად და ეკონომიურად მოიხმარს
სათბობის სხვადასხვა სახეებს.
პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე.
პროექტის ხელმძღვანელი: ნანული ცხოვრებოვა